რა ნაბიჯების გადადგმას განიხილავს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში?! - ევროკომისარი გაფართოების საკითხებში აცხადებს რომ სანქციების დაწესების მცდელობის მიუხედავად, წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. კოსის განმარტებით, შესაძლოა დღის წესრიგში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაყინვა და სავაჭრო შეთანხმების გადახედვა დადგეს, თუმცა მისივე თქმით, ბრიუსელი ამ საკითხში სიფრთხილეს იჩენს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, მარტა კოსმა არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების აღდგენა გამორიცხა.