ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - Palitra News

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

2025-04-29 09:34:09+04:00

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. - გავრცელებული ინფორმაციით, შინ ბეთის უფროსი, რონენ ბარი პირად პასუხისმგებლობას იმის გამო იღებს, რომ სააგენტომ 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმა ვერ აღკვეთა. ის უფროსის თანამდებობას ოფიციალურად 15 ივნისს დატოვებს. როგორც უცხოური მედია იუწყება, ბარის გადადგომას წინ მისი კრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა უსწრებდა. გასულ თვეში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. შინ ბეთის უფროსის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან ითანამშრომლებს, რათა სააგენტო მომავალში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი დარჩეს.