ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა, - ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა პორტის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, აფეთქება ქიმიური მასალების საწყობში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქება დაუდევრობამ გამოიწვია და დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან.