ვინ დაიკავებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციას - Palitra News

ვინ დაიკავებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციას

2025-04-29 09:27:47+04:00

ვინ დაიკავებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიციას - ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია ყრილობასა და პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებებს აანონსებს. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, თავდაპირველად, რეგიონული კონფერენციები ჩატარდება, შემდეგ კი გაიმართება ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობა 3 მაისს უნდა ჩატარდეს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი ფიქციაა, ვინაიდან მათი თქმით, გუნდი რეალურად რუსეთიდან იმართება.