კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დეზერტირობის წაქეზებისა და საზღვარზე ადამიანთა უკანონო გადაყვანის ორგანიზებისთვის სასჯელის სახით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ ასევე სახელმწიფო დაცვის უფროსის ყოფილი მოადგილე დამნაშავედ სცნო და განაჩენი მასაც გამოუტანა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკვე მეორე სასჯელია. პირველად ის 2019 წლის იანვარში სახელმწიფო ღალატსა და აგრესიული ომის წარმოების ხელშეწყობაში სცნეს დამნაშავედ, რისთვისაც 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.