ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. Bloomberg-მა ივანიშვილი სიიდან ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო. პლატფორმის შეფასებით, ივანიშვილმა აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. თუ ქონება 6.3 მლრდ-ზე ნაკლებია, პირი სიას ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. მაშინ როდესაც 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.