პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა - Palitra News

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

2025-04-28 20:42:13+04:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და ასევე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზეც წარედგინება. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ წელსვე აკრძალავენ. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნებას“ ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდება და დიდ საერთაშორისო რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს.