ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლემ ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღეს მხარეთა კითხვებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, გრიგილ ბესელიამ უპასუხა. მან სასამართლოს წინაშე მზია ამაღლობელის დაკავების დეტალებზე ისაუბრა და ჟურნალისტი პროვოკაციაში დაადანაშაულა. დღევანდელ პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სახელმწიფო ბრალდება მზია ამაღლობელს პოლიციელის, ირაკლი დგებუაძისთვის ხელის გარტყმას ედავება.