რა ეტაპზეა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი - Palitra News

რა ეტაპზეა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი

2025-04-28 15:07:44+04:00

შედგება თუ არა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შდეგად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ? აშშ-ის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართული არაფორმალური შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. პარალელურად, ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი ჯარისკაცების ჩართულობა რუსეთ-უკრაინის ომში პირველად დაადასტურა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაყოფებს, რომლებმაც კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღეს. მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია თეთრი სახლი. რა ეტაპზეა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი.