როგორ განვითარდება პროცესები და შედგება თუ არა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შდეგად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ? აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების შეთანხმების მიღწევით დაინტერესებულია. ამასთან, მანვე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეთანხმებისკენ მოუწოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართული არაფორმალური შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით გამოდის. უფრო ვრცლად, რას ამბობენ ლიდერები, რა სიახლეები იკვეთება და როგორია რუსეთის პოზიცია