რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა კუპიანსკის მიმართულებით მართვადი ავიაბომბები გაუშვეს - დანგრეულია ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება. მაშველებმა ნანგრევებში ერთი მოქალაქის ცხედარს მიაგნეს. დაშავებულია ორი მოქალაქე. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაზიანებულია 7 საცხოვრებელი სახლი. შეტევა იყო დონეცკის ოლქზეც. კონსტანტინოვკაზე იერიში რუსეთის ძალებმა საავიაციო ბომბებით მიიტანეს. დაიღუპა სამი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა. დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი და კერძო მეურნეობა.