ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის მეუღლის განცხადებით, ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა - Palitra News

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის მეუღლის განცხადებით, ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

2025-04-28 12:17:39+04:00

რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის მეუღლის, მანანა სამხარაძის განცხადებით, ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ოჯახი ბრალდბეულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის შეცვლას და მისთვის ოპერაციის გაკეთებას ითხოვს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ აღნიანული საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.