უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ მოიცავს - Palitra News

უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ მოიცავს

2025-04-28 09:27:59+04:00

უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ მოიცავს. დენის შმიგალის თქმით, მან ეს საკითხი აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრაზე განიხილა. მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის დროს ჩაიშალა, როდესაც ის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ. მიზეზი სამშვიდობო მოლაპარაკებების ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები იყო.