ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, სადაც საქართველოსა და უკრაინის ალიანსში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებული ჩანაწერი ამოღებულია, ოპოზიციაში გაკვირვებას არ იწვევს. ხელისუფლების ოპონენტები პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ. ალიანსის გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, ნატოს 2024 წლის საქმიანობასა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს ეხება. საქართველოსა და უკრაინის კონტექსტში 2023 წლის ანგარიშთან შედარებით, არსებულ განსხვავებაზე ინფორმაცია რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.