ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა დასრულდა, - პაპის ცხედარი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. მის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდნენ. პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც დაკრძალვის შემდეგ აშშ-ის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებს შეხვდა - როგორ ეხმაურება აღნიშნულ შეხვედრას თავად უკრაინის პრეზიდენტი და რა გზავნილები გაჟღერდა ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მხრიდან