ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ამ ეტაპზე არც სავარაუდო კანდიდატების სახელები დასახელებულა და საკითხის განსახილველად არც პარტიის ყრილობა დანიშნულა. რატომ დატოვა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნება? საკითხზე ოპონენტები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ. ღარიბაშვილის ამ ნაბიჯს მათ შორის ირაკლი კობახიძესთან უთანხმოებასა და სანქციებისთვის თავის არიდებას უკავშირებენ.