აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული და ამერიკული მხარეებიც ადასტურებენ. წყაროების ცნობით, 2 ქვეყნის ლიდერი დაკრძალვის შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასა და აღნიშნული ომის დროულად დასრულების პერსპექტივას, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვის პროცესს შეეხება. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის განცხადებით, დღეს პრეზიდენტებს შორის პროდუქტიული დისკუსია შედგა.