ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა დასრულდა, - ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა - Palitra News

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა დასრულდა, - ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა

2025-04-26 18:09:14+04:00

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა დასრულდა, - ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა. დაკრძალვას ესწრებოდნენ მსოფლიო ლიდერებიც, მათ შორის საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი. პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის გამოჩენასაც წმინდა პეტრეს მოედანზე აპლოდისმენტები მოჰყვა. წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.