პარტია ქართული ოცნება ამ ეტაპზე თავმჯადომარის გარეშე დარჩა - Palitra News

პარტია ქართული ოცნება ამ ეტაპზე თავმჯადომარის გარეშე დარჩა

2025-04-26 18:06:49+04:00

პარტია ქართული ოცნება ამ ეტაპზე თავმჯადომარის გარეშე დარჩა. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლისა და საქმიანობის კერძო სექტორში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიცია არ გამორიცხავს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ისევ დაბრუნდეს და ოპოზიციური პარტია დააფუძნოს. ვინ შეცვლის ღარიბაშვილს აღნიშნულ პოსტზე კი ჯერ-ჯერობით უცნობია. აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის ყრილობაზე მიიღებენ. მაგდა ბლუაშილი მოგვაწვდის მეტ დეტალს.