საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს - Palitra News

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს

2025-04-26 16:56:08+04:00

მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "ბოლომდე", "საქართველოს გაუმარჯოს", "ხმაური"

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".

ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც, რომლებსაც უწყების შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.