სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინართა პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ წარმომადგენელს, ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა - Palitra News

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინართა პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ წარმომადგენელს, ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

2025-04-26 12:36:10+04:00

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინართა პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ წარმომადგენელს, ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. კონფერენციაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ღონისძიებაზე 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მათ შორის იმსჯელეს ახალ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც 2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.