ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოუწოდებს - Palitra News

ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოუწოდებს

2025-04-26 12:32:29+04:00

ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოუწოდებს. ქართულ ოპოზიციას პარტინიორების მორიგი გზავნილი არ უკვირთ. ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკას უყურადღებოდ არ დატოვებენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქართულ ოცნებას ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი არ აქვს.