საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ორგანიზაციის განცხადებით, ეს შემთხვევები, თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს: მათ შორის წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას.
საია-ს თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10-მა დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.