ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს - Palitra News

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს

2025-04-25 15:31:56+04:00

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკავშირის საბჭომ 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში დაამტკიცა, რომელიც მოლდოვის შეიარაღებული ძალებისთვის მოკლე რადიუსის მქონე გამშვები დანადგარებისა და რაკეტების დაფინანსებას მოხმარდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 აპრილს საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების ქვეითებისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევრო დაამტკიცა.