როგორ აფასებენ დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას - Palitra News

როგორ აფასებენ დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას

2025-04-25 15:07:29+04:00

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. მან პოლიტიკიდან წავლისა და საქმიანობის კერძოს სექტორში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ჰქონდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძესთან შეუთანხმებლობა და აპირებს თუ არა ის ოპოზიციური პარტიის შექმნას - ყველა ამ კითხვასა და ინფორმაციას ღარიბაშვილმა სპეკულაცია და ტყუილი უწოდა. ვინ დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას ჯერ-ჯერობით უცნობია.