რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტი მორიგ განცხადებას ავრცელებს - Palitra News

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტი მორიგ განცხადებას ავრცელებს

2025-04-25 09:43:50+04:00

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტი მორიგ განცხადებას ავრცელებს. კითხვაზე, თუ რა დათმობები წარმოადგინა რუსეთმა მშვიდობის მიღწევის მიზნით, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო. მისივე თქმით, ყირიმი უკრაინას ბრძოლის გარეშე წაართვეს და შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსია ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშში რუსეთზე სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს. პარალელურად, „ნატო“-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საუბრობენ კრემლშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ამ შეთანხმების რამდენიმე ელემენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს.