მარკ რუტე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა - Palitra News

მარკ რუტე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა

2025-04-25 09:17:04+04:00

ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ნატო რუსეთს გრძელვადიან საფრთხედ მიიჩნევს.

„ნატო-ში ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიისა და მთელი ევროატლანტიკური ტერიტორიისთვის გრძელვადიანი საფრთხეს წარმოადგენს“, - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე რუსეთისთვის რაღაც დევს, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების თვალსაზრისით.

„უკრაინელები ნამდვილად თამაშობენ და ვფიქრობ, რომ ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა“, - თქვა მან.

მარკ რუტემ უარი თქვა ესაუბრა დეტალებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა დათმობების შეთავაზება შეიძლება სურდეთ რუსეთს ან უკრაინას. მისი თქმით, ამაზე საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წაადგება.