სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ჩამოყალიბებული „წინააღმდეგობის პლატფორმა” ვერ შედგა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული პლატფორმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად, როგორც „კოალიცია ცვლილიებისთვის“ წარმომადგენლები ამბობენ, თუკი სხვა ოპოზიციონერები ვერც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თაობაზე შეთანხმდებიან, ისინიც ნაკლებად შეეცდებებიან „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ ჩართვას. ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? - ამ თემაზე ოპოზიციას ერთიანი ხედვა არ აქვს, თუმცა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები აღნიშნულ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ელოდებიან. როგორია ოპოზიციის გეგმები და მიზნები?