სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმას”, რომლითაც ოპოზიციის კოორდინაცია და ერთიანობა უნდა შემდგარიყო ვერ გამოვიდა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული პლატფორმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად, როგორც „კოალიცია ცვლილიებისთვის“ წარმომადგენლები ამბობენ, თუკი სხვა ოპოზიციონერები ვერც ადგილობრიი თვითმართველობის არჩევნების თაობაზე შეძლებენ საერთო პოზიციის დაფიქსირებას, „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ ჩართვას ისინიც ნაკლებად შეეცდებებიან. ვინ მიიღებს მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობას? - ამ საკითხზე ოპოზიციის ერთიანი ხედვა არ არსებობს, არადა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები აღნიშნულ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ელოდებიან.