ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს ოპოზიციური პარტიებს შეხვდა. ოპოზიციამ ერთიანობა ვერც ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის საკითხშიც შეინარჩუნა. ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აღმოჩნდნენ განსხვავებულ პოზიციაზე და განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მათთვის ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მიზანშეწონილი არაა. რაც შეეხება იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც სინირლიოღლუს შეხვდნენ, მათი თქმით, ამ შეხვედრაზე ყურადღება დემოკრატიულ უკუსვლაზე გამახვილდა. კიდევ რა გზავნილები ჰქონდათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეუთოს გენერალურ მდივანთან და რას ამბობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.