15 წლის მოზარდი, რომელსაც ადიგენში რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - Palitra News

15 წლის მოზარდი, რომელსაც ადიგენში რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2025-04-24 14:12:54+04:00

15 წლის მოზარდი, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი მაშველებმა მდინარესთან იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.