საქართველოში დღესაც პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელი მინიმალური ხელფასის დადგენილი ოდენობა მოქმედებს - Palitra News

საქართველოში დღესაც პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელი მინიმალური ხელფასის დადგენილი ოდენობა მოქმედებს

2025-04-24 14:04:57+04:00

დარწმუნებული ვარ ბევრმა იცის, რომ საქართველოში დღესაც პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელი მინიმალური ხელფასის დადგენილი ოდენობა მოქმედებს. ანუ ფასები მას შემდეგ ხუთჯერ გაიზარდა, შემოსავლებიც მნიშვნელოვნად სხვათა შორის, ხელისუფლებაც ორჯერ შეიცვალა, მინიმალური ხელფასის ოდენობა კი ისევ 20 ლარია. არ მოგესმათ, კი 20 ლარი თვეში. ამჯერად პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრმა მიმართა. უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი, საქმიანობის სფეროების მიხედვით, სწორედ „საქსტატის“ მონაცემების შესაბამისად უნდა დადგინდეს. ორგანიზაცია ითხოვს პარლამენტისგან, რომ ცვლილებები შევიდეს „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებაში, ხოლო მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს შესაბამისი საქმიანობის სფეროში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, ყოველი წლის დასაწყისში დადგენილი არანაკლებ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობის შესაბამისად. ორგანიზაციას საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაში მაგალითად მოჰყავს ევროპის რამდენიმა ქვეყნა, სადაც ასე დადგენილია მინიმალური ხელფასის ზღვარი. ამ მაჩვენებლით, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ლუქსემბურგშია 2571 ევრო, ხოლო ყველაზე დაბალი ალბანეთში- 385 ევრო თვეში. მონაცემების მიხედვით, ლუქსემბურგის შემდეგ მინიმალური ხელფასი ყველაზე მაღალი ირლანდიაშია - 2146 ევრო, მესამე ადგილი კი ნიდერლანდებმა დაიკავა, სადაც მინიმალური ხელფასი 2070 ევროა. მეხუთე და მეექსვე ადგილები კი გერმანიამ და ბელგიამ გადაინაწილეს.