ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს - Palitra News

ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს

2025-04-24 13:57:52+04:00

ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ამ წლის პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი 807 მლნ დოლარს მცირედით აჭარბებდა.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ტურიზმიდან შემოსავლების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან. ასე მაგალითად, ისრაელიდან შემოსული ტურისტების მიერ მიღებული შემოსავლების ზრდამ თითქმის 74%-ს მიაღწია. რაც შეეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში ტურიზმიდან შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია, წლიურმა შემცირებამ 17%-ს გადააჭარბა.