რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ განცხადებას ავრცელებს - Palitra News

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ განცხადებას ავრცელებს

2025-04-24 09:28:02+04:00

1. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზე ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ განცხადებას ავრცელებს - უკრაინის ლიდერი აშშ-ისგან ძლიერი გადაწყვეტილების მოლოდინშია და განმარტავს, რომ საკუთარი ქვეყანა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოქმედებს. ზელენსკი განცხადებასთან ერთად ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს “ყირიმის დეკლარაციას” ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას უარყოფს და პირობას დებს, რომ თავის პოლიტიკას მანამდე შეინარჩუნებს, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.