უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა - რას ამბობენ მხარეები და როგორია რუსეთის პოზიცია - Palitra News

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა - რას ამბობენ მხარეები და როგორია რუსეთის პოზიცია

2025-04-23 21:27:09+04:00

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართა. ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე, უკრაინაში „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზები“ განიხილეს. მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დევიდ ლემი და ჯონ ჰილი უკრაინელ კოლეგებს, ანდრეი სიბიგასა და რუსტემ უმეროვს შეხვდნენ. კიევი, უკრაინაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას ითხოვს. ამასთან, აშშ აცხადებს, რომ თუ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, აშშ-ს მოუწევს ძალისხმევა შეწყვიტოს. კიდევ რას ამბობენ მხარეები და როგორია რუსეთის პოზიცია?