თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, ამჟამად აშშ წინადადებებს 18 სავაჭრო შეთანხმებაზე განიხილავს. ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს, რათა მხარეებმა შეთანხმებებს მოკლე დროში მიაღწიონ. მისივე თქმით, აშშ-ის სავაჭრო გუნდი ამ კვირაში 34 ქვეყანას ხვდება. ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისინი ჩინეთთან პოტენციურ შეთანხმებაზეც მუშაობენ. ლევიტმა, აშშ-ის სავაჭრო მოკავშირეებზე საპასუხო ზომების მიღების შესახებ ჩინეთის მუქარასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციას უკავშირდებიან, ყველაფერზე მეტყველებს და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სჭირდებათ.