გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა - Palitra News

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა

2025-04-23 09:28:21+04:00

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. გამოცემის წყაროების ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე “პრეტენზიებზე” უარის თქმა შეუძლია. ამასთან, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს უკრაინას მოახვიოს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება, ამიტომ საჭიროა ორიენტირება პირველ წყაროებზე მოხდეს. განცხადება პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის საუბრის დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.