უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრას გამართავენ - Palitra News

უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრას გამართავენ

2025-04-23 09:27:45+04:00

ძუკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრას გამართავენ. მხარეები უკრაინაში ომის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. სახდეპის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოლოდინები და წითელი ხაზები კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. მანვე, ხაზი გაუსვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში არსებული „წითელი ხაზები“ წარუდგინეს. მანამდე, ევროკავშირის უმაღლსმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებს.