კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. გიორგი ვაშაძეს ბრალი თბილისის პროკურატურაში გააცნეს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებული აქვთ ოპოზიციონერ ლიდერებს: ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით ისინი გირაოს გადახდას არ აპირებენ.