დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ შორისაა "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის, საბა სხვიტარიძის პროცესი, ასევე ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, თედო აბრამოვისა და ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესიც.