მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მომაწილეობას და შედგა თუ არა ის გაერთიანება, რომელზეც ხელისუფლების ოპონენტები რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები თვითმმართველობის არჩევნებში მომაწილეობას კატეგორიულად გმორიცხავენ, ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობა უნდა არსებობდეს, რადგან, მათი შეფასებით, სხვა საკითხებზე საუბარი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილია. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.