„ქართული ოცნება“ პარტიის დაარსებიდან მე-13 წლისთავს აღნიშნავს - რას აცხადებენ დეპუტატები - Palitra News

„ქართული ოცნება“ პარტიის დაარსებიდან მე-13 წლისთავს აღნიშნავს - რას აცხადებენ დეპუტატები

2025-04-22 15:59:00+04:00

„ქართული ოცნება“ პარტიის დაარსებიდან მე-13 წლისთავს აღნიშნავს. „მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და სტაბილურობა“ - ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარ მიღწევებად ასახელებს. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ ლიდერების კმაყოფილების მიუხედავად, ოპოზიცია ქვეყნის წინაშე არსებულ ისტორიულ გამოწვევაზე - ევროინტეგრაციაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს, საქართველო დასავლური ინტეგრაციის შანსს კარგავს.