დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება - რას აცხადებენ მმართველ პარტიაში - Palitra News

დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება - რას აცხადებენ მმართველ პარტიაში

2025-04-22 15:50:06+04:00

დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება - აღნიშნულ საკითხს აქტიურად განიხილავენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებისთვის უკიდურესი ზომა გამოიყენოს. ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ მათი ოპონენტები ევროინტეგრაციის პროცესს შანტაჟისთვის იყენებს, მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება მეტად დაიძაბოს.