რუსებმა ზაპოროჟიესა და კუპიანსკზე თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი - Palitra News

რუსებმა ზაპოროჟიესა და კუპიანსკზე თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

2025-04-22 15:25:09+04:00

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ავტომობილები დაიწვა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ქალაქს საჰაერო მართვადი ბომბებით შეუტიეს.

ამასთან, რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს დაარტყეს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მტერმა კუპიანსკს საჰაერო მართვადი ბომბებით შეუტია, რის შედეგადაც განადგურდა ან დაზიანდა 55 კერძო სახლი, დაშავდა შვიდი ადამიანი.