თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება

2025-04-22 12:30:44+04:00

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება საპროტესტო აქციებზე დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი. მათ შორის, "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის, საბა სხვიტარიძის, ასევე ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, თედო აბრამოვისა და ჟურნალისტ ნიკა კაციას სასამართლო პროცესი ჩატარდება.