მოსალოდნელია თუ არა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დასავლური სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება - ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თუ “ქართული ოცნება” უახლოეს მომავალში ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩანიშნავს, შესაძლოა, ამან მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი უფრო მეტად გაააქტიუროს. თავის მხრივ, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს საქართველოს მიმართ შანტაჟის მორიგი კამპანიაა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ წინააღდმეგ სანქციების ამოქმედების ერთადერთი მიზანი ოპოზიციის მხარდაჭერაა.