ქართველი მაღალჩინოსნები რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ - Palitra News

ქართველი მაღალჩინოსნები რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

2025-04-21 17:15:37+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსამძიმრებს. განცხადებას ავრცელებს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეც. ბიძინა ივანიშვილი წერს,რომ განცხადებაში. პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“ – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი. სოციალურ ქსელში სამძიმარს გამოხატავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. „მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ვწვეოდი და ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმებულიყავი“ - წერს ზურაბიშვილი. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.