რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს - Palitra News

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

2025-04-21 13:59:02+04:00

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ისმის შეძახილები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ბოლომდე”.

მათ გზის ნაწილზე გაშლილი აქვთ საქართველოს დროშები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და 20 აპრილს საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 2 პირს მხარდაჭერა გამოუცხადეს.