რუთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - Palitra News

რუთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

2025-04-21 13:17:19+04:00

რუთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე. რუსთაველის გამზირზე პროტესტის 144-ე დღესაც აქცია გაიმართა. დემონსტრანტები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.