კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა

2025-04-19 20:26:47+04:00

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა, - უცხოური მედიების ინფორმაციით, მდინარე კონგოში ხის ნავს, რომელზეც 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა და გადაბრუნდა. გადარჩენილთაგან უმეტესობას მძიმე დამწვრობა აღენიშნება, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.